2019-10-01 15:20:15, 1531 ნახვა
პოლიტიკა
„როდის დაასრულებს რუსეთი ოკუპაციას?!“ - ქართველი ჟურნალისტის კითხვა პუტინს
„როდის დაასრულებს რუსეთი ოკუპაციას?!“ - ამ შეკითხვით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიმართა.
ჟურნალისტი შეეცადა ვლადიმერ პუტუნისთვის რუსული ოკუპაცია შეეხსენებინა.
„როდის დაიწყებთ თქვენი ვალდებულებების შესრულებას, რომელიც 2008 წელს აიღეთ? როდის გავლენ ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან?!“, - მიმართა ქართველმა ჟურნალისტმა ოკუპანტი ქვეყნის ლიდერს.
რაზეც პუტინმა თავის მხრივ უპასუხა: „ჩვენ ყოველთვის ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს!“
ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი სომხეთის დედაქალაქ ერევანში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ლიდერების შეხვედრას ესწრება.
ფოტო: "რუსთავი 2"-ის ვიდეოდან
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან