08:33 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-01 12:57:48, 988 ნახვა

პოლიტიკა
ნადირაშვილი: მივმართავ პროკურატურას, დიმიტრი გაბუნიას გავლენები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კარგად გამოიძიოს

 „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი გენერალურ პროკურატურას მიმართავს და მოუწოდებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დიმიტრი გაბუნიას გავლენები კარგად გამოიძიონ.

როგორ ნადირაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტს გიორგი მიროტაძე წარუდგინა, რომელიც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას ბიზნესპარტნიორი იყო.

მისივე განცხადებით, „ნათლად ჩანს ნეპოტიზმის პრობლემა“.

„საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მიროტაძის კანდიდატურა შემოიტანა და პარლამენტს სთხოვა მისი დამტკიცება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად. ეს ადამიანი სულ ცოტა ხნის წინ გამოკითხვაზე იმყოფებოდა პროკურატურაში. ის დაკითხეს შეწყალების საქმესთან დაკავშირებით იმის გამო, რომ არის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ბატონი გაბუნიას პარტნიორი იურიდიულ კომპანიაში.  

ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს პოლიტიკურ ნეპოტიზმთან. ბატონი გაბუნია პირდაპირ ახდენს გავლენას პრეზიდენტზე. ამის გამო, ჩვენ გვინდა პროკურატურას მივმართოთ, რომ კარგად გამოიძიოს ამ ადამიანების გავლენები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თუ ის დაკავებულია ნეპოტიზმით, ჩვენ გვჭირდება ნათელი პასუხი დაკავებულია თუ არა ის შეწყალების საქმეში რაიმე როლის შესრულებით“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics