01:09 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-30 17:02:21, 1841 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიზნობრიობა გამკაცრდება

„2020 წლის ბიუჯეტში პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გაგრძელდება მცირე ბიზნესის მხარდაჭერა ყველა ფინანსური და არაფინანსური ინსტრუმენტის ჩათვლით. პროგრამის კომპონენტების მიზნობრიობა გამკაცრდება, ხოლო ეფექტიანობა გაიზრდება," -  ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში მედიასთან საუბრისას განაცხადა.

 „პრემიერ-მინისტრისგან დავალება გვაქვს მიღებული, რომ გავაძლიეროთ ეფექტური მართვა, გავხადოთ უფრო მიზნობრივი, მეტად ადრესირებული საჭიროებებზე, გამოვყოთ კონკრეტული დარგობრივი პრიორიტეტები - ამ დახმარების ძირითადი ადრესატი უნდა იყოს მცირე ბიზნესი“,  - განაცხადა ნათია თურნავამ.

 მინისტრმა ასევე ისაუბრა სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესზე, რომელიც 2020 წელს მნიშვნელოვნად გააქტიურდება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი სახელმწიფო ქონება ჩაერთოს ეკონომიკაში და ამით ეკონომიკურ ზრდას დაჩქარებას შეეწყოს ხელი. ნათია თურნავას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ობიექტი, განსაკუთრებით რეგიონებში, ასევე უწყებრივი მიმართულებებით, რომლებიც უფრო ეფექტიან განკარგვას საჭიროებს.

 ნათია თურნავამ ასევე გაამახვილა ყურადღება ბიზნესის ხელშეწყობის კიდევ ერთ პროგრამაზე. საუბარია ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული ყველა სერვისის ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნაზე. „ყველა ეს პროგრამა, რაც არსებობს ჩვენი სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში, ერთიან ელექტრონულ პლატფორმაში მოექცევა, რაც ჩვენ მოქალაქეებს საჯარო უწყებებისგან სერვისების მიღებას გაამარტივებს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics