2019-09-30 15:21:52, 1474 ნახვა
პოლიტიკა
„კოლაბორაციონიზმი სირცხვილია“ - საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გაიმართა
საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო მოძრაობა #სირცხვილიას აქტივისტებმა საპროტესტო აქცია ლოზუნგით - "კოლაბორაციონიზმი სირცხვილია" გამართეს.
უწყებასთან შეკრებილი მოქალაქეები საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრას აპროტესტებდნენ.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება ცდილობს ლაფი დაასხას მოქალაქეებს თავზე. სირცხვილია მტერთან კოლობორაცია და ყველას ვეტყვით, რომ პირდაპირი დიალოგი არ არის გამოსავალი, მაშინ როდესაც ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია", - განაცხადა აქტივისტმა ნოდარ რუხაძემ "ტვ პირველთან" საუბარში.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალინი რუს კოლგეას სერგეი ლავროვს ნიუ-იორკში 26 სექტემბერს შეხვდა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან