14:04 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-30 15:11:05, 1900 ნახვა

სამართალი
ნოდარ მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი „რუსთავი 2“-ს სასამართლოში უჩივიან

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე და წამყვანი ნანუკა ჟორჯოლიანი ტელეკომპანიას სასამართლოში უჩივიან. 

მათ უფლებებ სასამართლოში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" დაიცავს. როგორც "გამჭვირვალობის" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა აღნიშნა, ტელევიზიის ახალმა მენეჯმენტმა ყოფილი თანამშრომლები სინამდვილეში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მოტივით გაათავისუფლა. 

თავის მხრივ ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ სასამართლო დავას ის ჟურნალისტებიც გააგრძელებენ, რომლებმაც ტელევიზია საკუთარი ნებით დატოვეს. 

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ტელეკომპანიის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ საინფორმაციოს უფროსი ნოდარ მელაძე და პოლიტიკური შოუს წამყვანები არხიდან გაათავისუფლა, ტელეკომპანია, "კურიერის" გუნდმა და წამყვანების დიდმა ნაწილმა დატოვა. ყოფილმა გენრალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიას ახალი არხი - "მთავარი არხი" დააფუძნა, სადაც "რუსთავი 2"-დან წასული ჟურნალისტები და წამყვანები დასაქმდნენ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
ბაზისბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics