10:33 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-30 14:45:38, 1141 ნახვა

საზოგადოება
ფარული კადრებით 4 პირს აშანტაჟებენ, ყველანი „ოცნების“ წევრები არიან - ბესელიამ პროკურატურა დატოვა

გენერალურ პროკურატურაში პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას გასაუბრება დასრულდა. 

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუმარტა, მან გამოძიებას დაუდასტურა ის ფაქტი, რომ მმართველ გუნდში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც დეპუტატის მტკიცებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ამ დრომდე აშანტაჟებენ. 

ბესელიას თქმით, მან სულ 4 ასეთი შემთხვევის შესახებ იცის, თუმცა გამოძიებას მსახელბსა და გვარებს ამ პირების ნებართვის გარეშე ვერ დაუსახელებს. მანვე დასძინა, რომ ოთხივე ფაქტი "ქართული ოცნების" წევრებს უკავშირდება და აღნიშნა, რომ ყველა ეს პირი გუნდის წინა რიგებშია. 

"ფაქტებზე გამოძიება ჯერ არ არის დაწყებული. მიმდინარეობს წინასწარი ინფორმაციის მოძიების პროცესი. ეს იყო არა დაკითხვა ან გამოკითხვა, არამედ გასაუბრება. ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ. მე დავადასტურე უწყებაში, რომ ნამდვილად ვფლობ ინფორმაციას, რომ არიან პირები პარლამენტშიც და აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც. მე ეს გავაკეთე პრევენციისთვის. არსებობენ ადამიანები, რომელთა მიმართაც არის გამოყენებული უკანონო ჩანაწერის მეთოდი. თუმცა არც ერთი მათგანი არ არის ისეთი ადამიანი, რომელსაც საკუთარი უფლებების დაცვა არ შეუძლია. საუბარი არ მაქვს რიგით ადამიანზე, არამედ გარკვეულ პირთა წრეზე, რომელსაც შეუძლია თავი დაიცვას. საგამოძიებო ორგანოსთან შევთანხმდით, რომ კანონმდებლობა მე არ მაკისრებს ვალდებულებას, რომ ასეთი ტიპის ინფორმაცია მე გავცე, იმ ადამიანების ნებართვის გარეშე. გვარები არ დამისახელებია. ფაქტი დავადასტურე. დამატებით უწყებაში ვთქვი, რომ თუ გამოძიება ოფიციალურად დაიწყება, იქ სადაც შევძლებ გვარებით საუბარს, ეს არის მოსამართლეების გარკვეული გავლენიანი ჯგუფი და პარლამენტარები, კონკრეტულად ზარდიაშვილის-მათკაშვილის გვარები, რომლებიც ძალაუფლებას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ. მე ვიცი 4 ასეთი შემთხვევა,თუმცა შეიძლება იყოს მეტი, მათ სორის არის მამაკაციც. მმართველ გუნდში არიან ეს პირები. რამდენიმემ თვითონ მითხრა, რამდენიმეს შესახებ შევიტყე როგორც პარლამენტის წევრმა", - განაცხადა ეკა ბესელიამ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics