09:19 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-30 14:20:06, 949 ნახვა

საზოგადოება
ბიუჯეტიდან დიდი ნაწილი კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურას მოხმარდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ყველაზე დიდი წილი 2020 წლის ბიუჯეტიდან კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურას მოხმარდება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მომავალ წელს რეაბილიტაციას გაივლიან და შეკეთდება გზები, რომელთა ჯამური კილომეტრაჟი 600-ს შეადგენს. 

"2020 წელს გავაგრძელებთ და აქტიურ ფაზაში არის შესული როგორც რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი, ასევე ქვეშეთი-კობის, ასევე სხვა საერთაშორისო მაგისტრალების მონაკვეთები. ჩვენ 2020 წელს შევძლებთ ქუთაისის შემოვლითი გზის გახსნას, ასევე ხაშურის შემოვლით გზას, სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთს და რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ყველა იმ მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც რეგიონებში ასე სჭირდება ჩვენს მოსახლეობას. დაახლოებით ეს არის 600 კილომეტრი გზების", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics