|
2019-09-30 14:12:32, 1636 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: 2020 წლის ბიუჯეტში კაპიტალური პროექტების დაჩქარება და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა გვექნება
„2020 წლის ბიუჯეტი იქნება მაქსიმალურად დაბალანსებული და მოქალაქეებზე ორიენტირებული. ეს აქცენტები და პრიორიტეტები, ცხადია, აისახა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტშიც", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის საკითხის განხილვისას. ნათია თურნავამ 2020 წლის ორი ძირითადი საბიუჯეტო მიმართულება გამოყო: კაპიტალური პროექტების დაჩქარება იმ მიზნით, რომ ქვეყანაში ძირითადი კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაგეგმილზე სწრაფად შეიქმნას, და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, განსაკუთრებული აქცენტი მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობაზე გაკეთდება. კონკრეტული პროგრამებიდან ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა გაზიფიცირების სამწლიან სამთავრობო პროგრამაზე გააკეთა. მინისტრის განცხადებით, პროგრამა 2020 წელს კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდება და პროგრამის ბიუჯეტს 20 მილიონი ლარი დაემატება და ჯამში გაზიფიცირების ბიუჯეტი 60 მლნ ლარით გაიზდება. „ეს არის საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები - ჩვენ ვგეგმავთ 97 დასახლებულ პუნქტში, სადაც ისტორიულად გაზი არასდროს ყოფილა, შევიყვანოთ ინფრასტრუქტურა, გავუშვათ ბუნებრივი აირი. ეს ნიშნავს, რომ გაისად სულ მცირე 17 ათასი ოჯახი მიიღებს ამ სიკეთეს. მეორე მხრივ, ამით იქმნება ძალიან კარგი პირობები მცირე ბიზნესის განვითარებისთვის", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
(NS)
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)