|
2019-09-28 18:07:12, 8706 ნახვა
სამხედრო
ვაზიანის პოლიგონზე საინჟინრო ბატალიონის სიტუაციური საველე სწავლება გაიმართა
საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო საინჟინრო ბატალიონმა 3-კვირიანი წვრთნები ვაზიანის პოლიგონზე სიტუაციური საველე სწავლებით დაასრულა. სწავლება საინჟინრო აფეთქებებს, სატანკო ქვედანაყოფების და ქსმ ქვედანაყოფების სროლებს, ასევე ტაქტიკურ გადაადგილებებს მოიცავდა. ქვედანაყოფებმა თავდაცვის და კონტრშეტევის, ქიმიურ იარაღზე რეაგირების და საინჟინრო გარღვევის ოპერაციები განახორციელეს. წვრთნების მიზანი თავდაცვითი ოპერაციების საწარმოებლად ტაქტიკური ამოცანების დახვეწა, ქვედანაყოფების შერწყმა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება იყო. სწავლებაში აღმოსავლეთ სარდლობის ბრიგადების და საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. საინჟინრო წვრთნაში საარტილერიო ბატალიონი, ფეთქებადი საბრძოლო მასალების განადგურების (EOD) ოცეული და რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური ასეულიც იყო ჩართული.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)