10:33 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-28 15:23:52, 3943 ნახვა

კომენტარი
კვირიკაშვილი - გახარიას რომ ეთქვა, „ყველა ჩინოვნიკის სკამი შემოევლოს მაკო გომურის თვალს“, პოლიტიკისთვის ცოცხალი იქნებოდა

„ვფიქრობ, თავის პოლიტიკურ კარიერას ძალიან დიდი ბზარი გაუჩინა საკუთარი ხელით“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „TV პირველთან“ ინტერვიუში მოქმედ პრემიერზე, გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც 20-21 ივნისის აქციის დაშლისას რამოდენიმე მოქალაქე მძიმედ დაშავდა, გახარიას, რომელიც იმ დროს შს მინისტრი იყო, თანამდებობა უნდა დაეტოვებინა.

„როგორი პრემიერ-მინისტრი იქნება ამას დრო გვიჩვენებს. რაც შეეხება გადადგომას, მე ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკისთვის გაცილებით უფრო კარგად შეინახავდა თავს უბრალოდ რომ გამოსულიყო და ეთქვა... კი ბატონო მას და დარწმუნებული ვარ არავის მიუცია ბრძანება რომ ადამიანებს თვალში ესროლეთო, მაგრამ რადგან მოხდა ასეთი ამბავი, არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობის ცნება. მას რომ ეთქვა, ყველა ჩინოვნიკის სკამი შემოევლოს მაკო გომურის თვალს, მგონია, რომ ეს იქნებოდა მისი მხრიდან სწორი ნაბიჯი და ის პოლიტიკისთვის იქნებოდა ცოცხალი ადამიანი. რადგანაც ეს გადაწყვეტილება არ მიიღო, ჩემი აზრით მან თავის პოლიტიკურ კარიერას ძალიან დიდი ბზარი გაუჩინა საკუთარი ხელით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics