08:33 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-28 15:19:48, 3116 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ბიძინა ივანიშვილს ჩვენს ქვეყანაში გადაჭარბებული ძალაუფლება აქვს

 „ბიძინა ივანიშვილი ღებულობს იმ გადაწყვეტილებებს, რომლესაც არ უნდა ღებულობდეს“, - ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ტვ პირველს“ ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნული მმართველი.

კვირიკაშვილის შეფასებით ქვეყანაში ინსტიტუტები არ მუშაობს.

„ბუნებრივია, რომ დღეს ჩვენი ინსტიტუტები არ მუშაობს და ბიძინა ივანიშვილს აქვს გადაჭარბებული ძალაუფლება ჩვენს ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, ის ინსტიტუტები, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის - სასამართლო, პარლამენტი, სხვადასხვა ინსტიტუტები თავის ფუნქციას ასრულებდნენ. დღეს, სამწუხაროდ, ბევრი პრობლემაა ამ მიმართულებით. ბიძინა ივანიშვილი ღებულობს იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ის არ უნდა ღებულობდეს და მე მგონია, რომ ძალიან ბევრია ჩვენს ქვეყანაში გასაკეთებელი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics