09:19 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-28 10:19:40, 2026 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი მალტელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა არქივების საერთაშორისო საბჭოს ევროპული განყოფილების (EURBICA-ს) თავმჯდომარესთან, მალტის ეროვნული არქივის დირექტორ ჩარლზ ჯ. ფარუჯასთან დღეს შეხვედრა გამართა.

დღესვე ჩარლზ ჯ. ფარუჯა გაეცნო ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიისა და კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის მუშაობას. მისი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია აუდიო და კინოდოკუმენტების გაციფრულებისა და ელექტრონული ვერსიების შენახვის სისტემამ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2020 წელს საქართველოს ეროვნული არქივის რესტავრატორები ეწვევიან მალტის ეროვნულ არქივს და ადგილზე გაეცნობიან იმ მეთოდებს, რომელსაც მალტელი სპეციალისტები ქაღალდის დოკუმენტების რესტავრაციისას იყენებენ, ხოლო თავის მხრივ მალტელ კოლეგებს ეტრატის დოკუმენტების რესტავრაციის სფეროში თავის გამოცდილებას გაუზიარებენ.

გარდა ამისა, ჩარლზ ჯ. ფარუჯა გაეცნო საქართველოს ეროვნული არქივის ახალ ინფრასტუქტურას. მისი ინიციატივით, საქართველოს ეროვნული არქივი, ექსპერტულ დონეზე, სხვა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად,  ჩაერთვება მალტის არქივის ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

ჩარლზ ჯ. ფარუჯა თბილისს საქართველოს ეროვნული არქივის მეოთხე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში სტუმრობდა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics