|
2019-09-28 10:03:27, 2928 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა კორეის რესპუბლიკის იმპორტიორთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კორეის რესპუბლიკის იმპორტიორთა ასოციაციის (KOIMA) წევრ კომპანიებს შეხვდა. საქართველოში KOIMA-ს წევრი კომპანიების ვიზიტის მიზანი ქართული წარმოებისა და პროდუქციის კიდევ უფრო უკეთ გაცნობა და საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობების შესწავლაა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეხვედრისას ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობების გაცნობა და კორეულ ბაზარზე ქართველი მეწარმეებისთვის შესვლის პროცესში მხარდაჭერა იყო. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ქართველ მეწარმეებს და ხელი შევუწყოთ ახალი ბაზრების ათვისებაში. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დღევანდელი შეხვედრა, რომლის დროსაც კორეელ სტუმრებს გავაცანით ქართული პროდუქციის საექსპორტო შესაძლებლობები", - განაცხადა ნათია თურნავამ. თავის მხრივ, კორეის იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ჰონგ კვანგ-ჰიმმა აღნიშნა, რომ ქართული პროდუქცია საკმაოდ კონკურენტუნარიანია. „ჩემი მიზანია, კორეელ მომხმარებლებს ქართული პროდუქცია გავაცნო და რაც შეიძლება, მეტი ქართული პროდუქტი ვიხილო კორეულ ბაზარზე", - განაცხადა ჰონგ კვანგ-ჰიმმა. დღესვე თბილისში საქართველო-კორეის ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებითა და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით გაიხსნა. ფორუმს ქართული მხრიდან 40-მდე კომპანია ესწრებოდა.
(NS)
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)