|
2019-09-27 11:40:25, 2283 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე აფხაზთა და ქართველთა შერიგების დღის დაწესების ინიციატივით გამოდის
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აფხაზთა და ქართველთა შერიგების დღის დანიშვნისა და ენგურის ხიდთან სიმბოლური მონუმენტის აღმართვის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ხაზარაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. „26 წელი გავიდა სოხუმის დაცემის შემდეგ. 26 წელი გავიდა და ჩვენ ისევ ვერ მოვიშუშეთ ტკივილი, რომელიც აფხაზებისა და ქართველების სისხლისღვრას მოყვა, ომი, რომელიც რუსეთის იმპერიამ და მისმა აგენტურამ მოგვახვია თავს. ჩვენ დაგვსაჯეს თვითგამორკვევისთვის, დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის. დადგა დრო 26 წლის შემდეგ მაინც ვუთხრათ ჩვენს აფხაზ ძმებს, რომ ეს თავსმოხვეული ომი იყო, უდიდესი შეცდომა, რომ დღეს ერთმანეთს უნდა შევუნდოთ, რომ ამ ომში დაღუპული ქართველი და აფხაზიც ერთნაირად გვტკივა, რომ აფხაზის საფლავს, ისევე დავიტირებთ, როგორც ქართველის. მინდა პატივი მივაგო ყველა იმ ადამიანს - კაცსა და ქალს, ვინც საკუთარი ოჯახისთვის, იდეისთვის, ღირსებისთვის იბრძოლა და დაიღუპა. ჩვენ დღეს ერთნი უნდა გავხდეთ და ვუთხრათ ერთმანეთს მთავარი სათქმელი. სიტყვა, რომელიც ჩემმა აფხაზმა მეგობარმა მასწავლა: ჰაიგამზა - ჩვენ განუყოფელნი ვართ! გთავაზობთ დაინიშნოს აფხაზთა და ქართველთა შერიგების დღე, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ მოვინანიებთ , მივუტევებთ ერთმანეთს და ენგურის ხიდთან აღვმართავთ სადა, მაგრამ სიმბოლურ მონუმენტს, იმის ნიშნად, რომ მალე ეს კედელიც დაინგრევა, რომ ეს რუსული ბლოკ პოსტიც აღარ იარსებებს ჩვენს შორის და რომ ერთობა, მეგობრობა, სიყვარული ყველაფერზე იმარჯვებს!“, - წერს მამუკა ხაზარაძე.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)