07:09 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-27 10:22:59, 2223 ნახვა

პოლიტიკა
გახარია: 24 საათიანი მძიმე შრომა, ძლიერი და ერთიანი საქართველო არის ის, რასაც ერთად უნდა ვემსახუროთ

მშვიდობა არის ის, რაც  კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თანამედროვე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ეს ყველაზე მძიმე და მტკივნეული დღეა.

„თანამედროვე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, არ აქვს მნიშვნელობა თაობას, ეს ის დღეა, როდესაც 26 წლის წინ 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. რა თქმა  უნდა, ამის შემდგომ ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ, გავიზარდეთ, როგორც ჩვენ, ასევე აფხაზები. ბევრი რამ გვაერთიანებს და გვაერთიანებს იმის გაგება და  შეგრძნება, რომ ომი იყო  ჩვენი ყველაზე დიდი ტრაგედია. ეს არის ის ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენ შემდგომში უნდა ავაშენოთ ერთიანი სახელმწიფო. ეს არის კიდევ ერთი ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვიდობა არის ის, რაც  კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს იმას, რომ  თითოეულმა მოქალაქემ გავიაზროთ, ომი არ არის გამოსავალი, 24 საათიანი მძიმე შრომა, ქვეყნის აშენება, დემოკრატიული ინსტიტუტები, ძლიერი საქართველო, ერთიანი საქართველო, ეს არის ის, რასაც ჩვენ ერთად უნდა ვემსახუროთ“, - აღნიშნა გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics