2019-09-26 18:51:45, 2511 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრაზე: ქართული მხრიდან განხილვის მთავარი თემა ოკუპაცია იყო
საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ქართული მხრიდან განხილვის მთავარი თემა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი გახლდათ, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
„გიდასტურებთ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შვეიცარიის ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა. შეხვედრაზე ქართული მხრიდან განხილვის მთავარი თემა გახლდათ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან