07:51 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-26 18:42:08, 1953 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი FAO-ს მუდმივ წარმომადგენელთა დელეგაციის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში (FAO) მუდმივ წარმომადგენელთა დელეგაციის წევრებს შეხვდა.

დელეგაციაში FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში რაიმუნდ იელე და FAO-ში ევროკავშირის, აშშ-ის, ბრაზილიის, ერითრეას, ნიგერიის, ბანგლადეშის  და საუდის არაბეთის მუდმივი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა დელეგაციის წევრებს ქვეყანაში აგრარული დარგის განვითარების დინამიკით დაინტერესებისთვის და ხაზგასმით აღნიშნა FAO-ს მხარდაჭერისა და ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ.

„მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო რაიმუნდ იელეს. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ჩვენი სამინისტროს წამყვანი პარტნიორია. ჩვენ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ FAO-ს მხარდაჭერით. ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა გამორჩეულია და, ვფიქრობ, მომავალშიც ეფექტიანი თანამშრომლობა გვექნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე გაამახვილა.

დელეგაციის წევრების განცხადებით, საქართველოს აგრარული დარგის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. დელეგატებმა საქართველოს მხარეს სრული მხარდაჭერა დაუდასტურეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში, მამუკა მესხი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics