08:06 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-26 16:04:54, 4122 ნახვა

რეგიონი
27-29 სექტემბერს, ბათუმში კონფერენცია „ჯეოანესთეზია 2019“ გაიმართება

27-29 სექტემბერს, 09:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, მეოთხედ გაიხსნება ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის საერთაშორისო კონფერენცია ჯეოანესთეზია 2019.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტები და ტოქსიკოლოგები.

ჯეოანესთეზია 2019 უმასპინძლებს საერთაშორისო სპიკერებს 20 სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის არიან საფრანგეთი, აშშ, საქართველო, რუსეთი, გერმანია, უკრაინა და ა.შ. დაგეგმილია 50-მდე მოხსენება, ინდივიდუალური მოდულები რეზიდენტებისათვის და ახალგაზრდა ექიმებისთვის, ასევე ჩატარდება ინდივიდუალური სესიები მედდებისთვის. კონფერენციის პროგრამაში შედის გერმანელი და ფრანგი სპეციალისტების მიერ ორგანიზებული რამოდენიმე ვორქშოპი.

ჯეოანესთეზია 2019 არის ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ტარდება აჭარის მთავრობის პატრონაჟით. კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური და რუსული. კონფერენცია ორგანიზებულია ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგთა კავშირის პრეზიდენტის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ილია ნაკაშიძის ხელმძღვანელობით. თანაორგანიზატორები არიან: საქართველოს ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის სკოლა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კონფერენცია აკრედიტებულია თსსუ-ში და უფლება აქვს გასცეს კრედიტ ქულები. გარდა ამისა, გამოიცემა სტატიებისა და თეზისების კოლექცია სამეცნიერო პროგრამასთან ერთად.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://bit.ly/2lo29ue

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics