2019-09-26 12:48:55, 1449 ნახვა
პოლიტიკა
სესიაშვილი: სალომე ზურაბიშვილისგან გაერო-ს ტრიბუნიდან მეტს ველოდი
სიმართლე გითხრათ, სალომე ზურაბიშვილისგან მეტს ველოდი, უფრო სწორად, შეიძლება მეტის მოსმენა მდომოდა, - ასე შეაფასა პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა.
სესიაშვილის განმარტებით, თუმცა პრეზიდენტმა ძირითად აქცენტებზე ყურადღება მაინც გაამახვილა.
„საერთო ჯამში, სალომე ზურაბიშვილმა ყველა გამოწვევაზე ისაუბრა, რაც ქვეყნისა და მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე არსებობს, მაგრამ როცა საქმე ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეხება, შეიძლება, სხვა ფორმით მწვავედ თუ რბილად უფრო მეტი თქმულიყო, რაც დამაკლდა“, - განაცხადა სესიაშვილმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან