|
2015-07-14 14:39:42, 623 ნახვა
საზოგადოება
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის შეხვედრა გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის მეთოთხმეტე შეხვედრა გაიმართა. უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო კომისია იკრიბება სისტემატურად და უზრუნველყოფს მუდმივი ზედამხედველობის განხორციელებას ქვეყანაში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე. სახელმწიფო კომისია აერთიანებს რელევანტურ უწყებებს, მის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. შეხვედრების მიზანს წარმოადგენს საქართველოში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ახალი კანონმდებლობის იმპლემენტაციის, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული ტენდენციებისა და მთავრობისთვის წარსადგენი წინადადებების შესახებ დისკუსიის გამართვა და შესაბამის გამოწვევებზე რეაგირება უწყებათშორისი, კოორდინირებული ძალისხმევით. კომისიის რიგით მეთოთხმეტე შეხვედრაზე კომისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს დროული საკანონმდებლო ცვლილებები, კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულება, პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობა, სიტუაციის მუდმივი მონიტორინგი და უწყებათა კოორდინირებული თანამშრომლობა, რაც ერთიანობაში ხელს უწყობს ქვეყანაში დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის განხორციელებას.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)