|
2019-09-26 11:45:16, 1089 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი: გვჭირდება მოკავშირეების ჩართულობა, რათა ქვეყნის მიღწევებით სარგებლობა შეძლონ ჩვენმა თანამემამულეებმა ოკუპირებული ტერიტორიებზე
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის სამიტზე „მდგრადი განვითარების მიზნები“ სიტყვით გამოვიდა და სამიტის მონაწილეებს მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა სამიტზე ყურადღება გაამახვილა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების გზებზე და აღნიშნულ საკითხში საერთაშორისო პარტნიორობის მნიშვნელობაზე. "საერთაშორისო საზოგადოების წევრები ვთანხმდებით, რომ 2030 წლისთვის მივაღწევთ ძალზე ამბიციურ მიზნებს - სიღარიბის აღმოფხვრით დაწყებული კლიმატის ცვლილებით დამთავრებული. მდგრადი განვითარების მიზნების დეკლარირებიდან პირველი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ უკვე გვქონდა პროგრესი და ასევე შეგვხვდა გამოწვევები. და დადგა დრო, რომ აჩქარებული ტემპით გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები. დღეს, ამ სამიტის ფარგლებში, შევიკრიბეთ რომ კიდევ ერთხელ გავიაზროთ ჩვენი მიღწევები, შევაფასოთ ნაკლებად წარმატებული ინტერვენციები და ერთად დავსახოთ შედეგი ნაბიჯები. გარკვეულწილად ერთგვარი გამოწვევაც აღმოჩნდა პარტინიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა. დიახ, მთავრობებმა, ისევე როგორც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეძლეს თანამშრომლობის დაწყება. თუმცა, ჯერ კიდევ პრობლემად რჩება კერძო სექტორის და ჩვეულებრივი ადამიანების ჩართვა. არსებობს რამდენიმე გზა. ჩვენ უნდა შევძლოთ და შევცვალოთ ტრადიციული მიდგომები, გადავჭრათ ესა თუ ის სოციალური თუ ეკონომიკური საკითხი უფრო ინოვაციური და ინკლუზიური ბიზნესმოდელების გამოყენებით. მდგრადი განვითარებისთვის საჭიროა როგორც ფინანსური ისე ადამიანური რესურსების ეფექტური გამოყენება. ყველა პროექტი და პროგრამა უნდა ქმნიდეს როგორც სოციალურ ისე ეკონომიკურ სარგებელს. სწორედ ამიტომ, საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მდგრადი განვითარების მეოთხე და მერვე მიზნებს. საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ გააორმაგოს განათლების დაფინანსება და 2022 წლისთვის და 6%-მდე გაზარდოს მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში. პროფესიული განათლება და განვითარება - ეს ის სფეროა, რომელშიც საქართველო აქტიურად იყენებს კერძო-საჯარო პარტნიორობის მოდელს. ხდება დამსაქმებელთა წახალისება, რომ მათ დასაქმებულთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას დრო და რესურსი მოახმარონ. იმისათვის, რომ ინკლუზიურობა უზრუნველვყოთ საქართველოს მთავრობის მიღწევებით უნდა სარგებლობდნენ ჩვენი თანამემამულეები ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის ტერიტორიებზეც. სწორედ აქ გვჭირდება ჩვენი მოკავშირეების, განსაკუთრებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და სხვა პარტნიორების ჩართულობა. ზოგადად კი, მჯერა რომ, ინოვაციური დაფინანსება მნიშვნელოვანია იმ 37 ტრილიონი აშშ დოლარის დეფიციტის შესავსებად, რაც საჭიროა 2030 წლის ამოცანების მისაღწევად; ასევე იმისათვის რომ გაიზარდოს მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსება მილიონებიდან ტრილიონებამდე. საფრანგეთის წარმატებული მოდელის კვალდაკვალ (ვგულისხმობ UNITAID მოდელს) ჩვენ ვხედავთ ინოვაციური დაფინანსების მზარდ პლატფორმებს, ასევე იზრდება სხვადასხვა ქვეყნების, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის, ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის, ისლამური ბანკისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერა. ამ ინიციატივებს შორის არის ‘სოლიდარული გადასახადების’ მოდელი, სოციალურ ინვესტიციების, ბლოქჩეინ ტექნოლოგიებისა და კრიპტო-ვალუტებისა თუ სხვა საპილოტე ინიციატივების ნაირსახეობები. საქართველო ამაყობს რომ საშუალება ქონდა ყოფილიყო ‘ინოვაციური დაფინანსების წამყვანი ჯგუფის’ პრეზიდენტი. საფრანგეთთან და იაპონიასთან ერთად, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ თანამშრომლობა გაეროს ფარგლებში. ჩვენ ვითანამშრომლებთ ინოვაციური დაფინანსების ინიციატივების პროპაგანდის და ინსტიტუციონალიზაციის კუთხით. და ბოლოს, დასკვნის სახით, ნება მომეცით კიდევ ერთხელ აღვნიშნო: მიუხედავად იმისა რომ თითოეული ქვეყანა მნიშვნელოვან ძალისხმევას წევს, კვლავ უმნიშვნელოვანეს საკითხად რჩება ძალთა გაერთიანება. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2030 წლის დღის წესრიგი ეფექტური დანერგვისათვის“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)