05:42 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-26 11:42:27, 1084 ნახვა

პოლიტიკა
სოლომონ პავლიაშვილი სომხური დელეგაციის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების დელეგაციის წევრებს შეხვდა.

დელეგაციას სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების ვიცეპრეზიდენტი და საქართველო-სომხეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ლენა ნაზარიანი ხელმძღვანელობდნენ.
სოლომონ პავლიაშვილმა დელეგაციის წევრებს სამინისტროს საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ყურადღება გარემოსდაცვითი და აგრარული დარგის განვითარების მიმართულებით  სახელმწიფო ხელშემწყობ პროგრამებზე გაამახვილა.

მინისტრის მოადგილემ ტყის, ბიომრავალფეროვნების სექტორის და ნარჩენების მდგრადი მართვის მიმართულებით განხორციელებულ საკანონმდებლო საკითხებზე ისაუბრა და სახელმწიფოში გარემოსდაცვითი საკითხების პრიორიტეტულობას გაუსვა ხაზი.  

საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას სანერგე მეურნეობის  და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საქმიანობის საკითხებსაც.
„სომხეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი კიდევ ერთი პოზიტიური ნაბიჯია ქვეყნებს შორის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და კულტურული მიმართულებებით ურთიერთობის განმტკიცებისთვის. სტუმრებს გავაცანით ის საგრანტო პროგრამები, რომლებსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს და ვესაუბრეთ იმ რეფორმებზე, რომლებიც გარემოსდაცვითი მიმართულებით მიმდინარეობს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

„ჩვენთვის საინტერესოა საქართველოში მიმდინარე პროგრამების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება. ვფიქრობ, ასეთი ტიპის ვიზიტები ხელს უწყობს ქვეყნების განვითარებას“, - აღნიშნა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების ვიცეპრეზიდენტმა, ლენა ნაზარიანმა. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველო-სომხეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი  გიორგი ვოლსკი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შიოლაშვილი, საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძე და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics