04:30 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-25 15:33:32, 6266 ნახვა

მსოფლიო
ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარს უჭერს

"დემოკრატიული პარტიის" წევრი, 2016 წელს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარს უჭერს, - ამის შესახებ CNN იუწყება. 

როგორც კლინტონმა აღნიშნა, ემ გადაწყვეტილების მიღება მას გაუჭირდა, თუმცა პრეზიდენტის გარშემო აგორებულმა სკანდალმა სხვა გზა არ დაუტოვა. 

მისივე თქმით, ქვეყანა კრიზისშია და იმპიჩმენტი ეროვნული უსაფრთხოებისთვის არის საჭირო. 

ცნობისთვის, საქმე ეხება სატელეფონო საუარს, რომელიც დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის ივლისში შედგა. ამ საუბრის შინაარსმა ამერიკის "დემოკრატიული პარტიის" კრიტიკა დაიმსახურა. კერძოდ, როგორც "დემოკრატები" აცხადებენ, ტრამპი ზელენსკის დაემუქრა, და 2020 წლის პრეზიდენტობის კანდიდატის და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაედინის შვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოსთხოვა. ამასთან, როგორც თეთრი სახლის ლიდერის ოპონენტები ამტკიცებენ, ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკა უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუჩერებდა. ხსენებული ბრალდებების შემდეგ, "დემოკრატებმა" დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics