05:42 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-25 14:31:37, 1781 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი გაბუნია: მალე იმ ცრუპენტელას ვინაობას დაგისახელებთ, ვინც თითქოს კორუპციაში მამხილა

მალე იმ ცრუპენტელას ვინაობას დაგისახელებთ, ვინც თითქოს კორუპციაში მამხილა, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 როგორც გაბუნიამ აღნიშნა, აღნიშნულ საკითხზე დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიერ ჟურნალისტური გამოძიება მიმდინარეობს.

„ყველა იმ ცრუპენტელას მიმართ, ამ წუთში მე გვარსა და სახელს არ დავასახელებ შევიტან სარჩელს, ვინც საჯაროდ მე ხელი დამადო და თითქოს მამხილა კორუპციაში. მე დავაანონსე კიდევ და ამ დღეებში გეტყვით, დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიება მიმდინარეობს და დაგისახელებთ კონკრეტულ სუბიექტს. დამოუკიდებელი ჟურნალისტები მუშაობენ და ძალიან მალე დაგისახელებთ საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილ ადამიანის სახელს. მე კი გეუბნებით არათუ სია არ ვიცი, საერთოდ შემხებლობა არ მქონია შეწყალების დეპარტამენტთან. მე მოვაწერე გაუთქელობის ხელწერილს ხელი და რაც შეეხება, თუ დავაპირებ გადადგომას, პირველი თქვენ შეგატყობინებთ“, - განაცხდა დიმიტრი გაბუნიამ.   

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის თარაშ მუკბანიანის,  დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. სკანდალური შეწყალების შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics