02:19 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-24 19:14:00, 5881 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი - პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საზოგადოებას პოპულისტური განცხადებები არ უნდა ვაკადროთ

„ამ თემასთან დაკავშირებით პოპულისტური განცხადებები არ უნდა ვაკადროთ ჩვენს საზოგადოებას და ძალიან სერიოზული აწონვა სჭირდება იმ შემდგომ ნაბიჯებს, რაც უნდა გადაიდგას, მით უმეტეს, როცა ხელისუფლებაში ხარ, პასუხისმგებლობა გაქვს ქვეყნის და მისი სტაბილურობის წინაშე",-ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი ოპონენტების განცხადებებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, იმპიჩმენტის საკითხზე საუბრობენ ადამიანები, რომელთაც პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ. მისივე თქმით, სახელმწიფოს  და მისი სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე, იმპიჩმენტის საკითხი არ დამდგარა ექსპრეზიდენტების- სააკაშვილის და მარგველაშვილის შემთხვევებშიც კი. 

„გამოდიან ადამიანები, ვისაც არათუ პასუხისმგებლობა არა აქვთ, არამედ ნამუსი დაკარგეს საერთოდ, იმხელა დანაშაულებები აქვთ ყველა მიმართულებით ჩადენილი.41 მკვლელობის მუხლით გასამართლებული შეიწყალა მარგველაშვილმა, 8, მხოლოდ სამ წელიწადში შეიწყალა სააკაშვილმა და აქვე, გირგვლიანის გახმაურებული საქმე. მაგრამ აქ თემა სახელმწიფოს სტაბილურობას და ქვეყანას ეხება. ჩვენ სააკაშვილის იმპიჩმენტი არ მოგვითხოვია, იმიტომ, რომ პარტნიორებისგან იყო რჩევები, რომ ბოლომდე მიგვეყვანა. იგივე, მარგველაშვილის იმპიჩმენტის დაწყება, წარმოიდგინეთ რა პროცესებს დაუდებდა საფუძველს",-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ამ თემაზე მსჯელობა არ ყოფილა. მისივე თქმით, არსებობს პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, რომელიც ყველას მოეთხოვება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics