|
2019-09-24 14:47:41, 1471 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი: ევროპელ კოლეგებთან შეხვედრის მთავარი თემა საოკუპაციო რეჟიმების უკანონო ქმედებები იყო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით გაეროში პარტნიორ სახელმწიფოებთან და ორგანიზაციებთან შეხვედრაზე აქტიურად განიხილება ის დამატებითი ზომები და მექანიზმები, რაც შესაძლოა გამოყენებულ იქნას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი რთული უსაფრთხოების სურათის განსამუხტად, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართული შეხვედრების კომენტრირებისას განაცხადა. მისი თქმით, ევროპელ კოლეგებთან შეხვედრის მთავარი თემა საოკუპაციო ხაზზე განვითარებული მოვლენები და საოკუპაციო რეჟიმების უკანონო ქმედებები იყო. „განხილვის თემა იყო ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, იქ მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, ყველა არის აბსოლუტურად შეწუხებული. მიმოვიხილეთ ყველა არსებული ფორმატი, რომელიც არის რელევანტური ამ საკითხის განსახილველად . აღინიშნა, რომ დამატებითი ზომები და მექანიზმებია ასამუშავებელი იმისთვის, რომ ამ საკითხის მოგვარება უფრო ეფექტური იყოს, ამიტომ ვიმსჯელეთ ამ თემაზე" -განაცხადა ზალკალიანმა. დავით ზალკალიანის განცხადებით ჟენევის მოლაპარაკებების პროცესი წინ არ მიიწევს და არ ხდება გარღვევა და რაიმე შედეგის მიღწევა მოლაპარაკების 4 ძირითად საკითხზე. „ვიმსჯელებთ თუ როგორ შეიძლება ჟენევას გარედან დავეხმაროთ“, - განაცხადა ზალკალიანმა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რას ფიქრობენ ჩვენი პარტნიორები. მათი კონსულტაცია და მათი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება. გაერო- არის ადგილი და ფორმატი, რომელსაც ყველა იყენებს იმისათვის, რომ პროგრესი აჩვენოს ცალკეულ საკითხებზე. მისი განმარტებით გაერო-ს ფორმატში ხშირად ხვდებიან ერთმანეთს დაპირისპირებული მხარეებიც კი. მისი განცხადებით პარტნიორებთან შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ინტეგრაციულ პროცესზე. „ჩვენ გვაქვს მკაფიო მხარდაჭერა და კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ლიდერი ქვეყანა ვართ და პროგრესი იმსახურებს შემხვედრ ნაბიჯებს. ამ ყველაფერს ძალიან უშლის ხელს ოკუპაცია და უკანონო ბორდერიზაცია, ამიტომ ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას"-განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებზე იგი ასევე ესაუბრება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და გაერო-ს გენერალურ მდივანს. შეგახსენებთ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ვიზიტის პირველ სამუშაო დღეს დავით ზალკალიანი ბერძენ, დანიელ, ესტონელ, ავსტრიელ, ირანელ, კუბელ კოლეგებს შეხვდა. მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში დავით ზალკალიანი ორმხრივი შეხვედრების გარდა მონაწილეობას მიიღებს ცალკეულ ღონისძიებებში.
.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)