04:32 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-24 14:18:34, 2950 ნახვა

მსოფლიო
ამერიკამ რუს პარლამენტარებს ვიზა არ მისცა

რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს, რომლებიც ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად მიემგზავრებოდნენ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვიზა არ მისცა, - ამის შესახებ რუსეთის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩევმა განაცხადა. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. 

როგორც კოსაჩოვმა აღნიშნა, მასთან ერთად ასამბლეის 74-ე სესიაზე კიდევ რამდენიმე დელეგატი უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა ვიზა არც მათ მისცეს. 

"საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით, ამერიკულმა მხარემ დელეგაციის რამდენიმე წევრს, მათ შორის მეც, რომლებიც დღეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებლად ნიუ-იორკში გამგზავრებას ვაპირებდით, ვიზის გაცემაზე უარი გვითხრა. ეს მათი მხრიდან გაერთიანებული ერების უპატივცემულობის მაგალითია. აგრეთვე ამერიკამ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, როგორც მასპინძელმა ქვეყანამ", - განაცხადა კოსაჩოვმა. 

თავის მხრივ ოფიციალური ვაშინგტონი ტექნიკურ პრობლემებზე საუბრობს და განმარტავს, რომ რუსულმა დელეგაციამ დოკუმენტები დაგვიანებით წარადგინა. მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს. 

ფაქტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა გამოეხმაურა და დასძინა, რომ დოკუმენტები დროულად გაიგზავნა. მისივე მტკიცებით, ყველა საჭირო საბუთი იმ ვადებში გადაიგზავნა, რა ვადებიც ამერიკულ მხარეს ჰქონდა მითითებული. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics