|
2015-07-14 12:07:10, 729 ნახვა
საზოგადოება
ხურვალეთთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჟურნალისტებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი მოგლიჯეს
გორის რაიონში, სოფელ ხურვალეთთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჟურნალისტებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი მოგლიჯეს და ხევში გადააგდეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, რუსეთის საოკუპაციო ძალები ქართულ სახელმწიფოს შუაზე ხლეჩენ და არც ერთი ჟურნალისტი ამ ფაქტს არ შეეგუება. ადგილზე ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფები იცავენ. ქართველი ჟურნალისტები საოკუპაციო ხაზთან ცოტა ხნის წინ ჩავიდნენ. მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია Facebook-ში დაიგეგმა. ცნობისთვის, 10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. ,,საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული. ორივე ტერიტორიის სიახლოვეს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული სეგმენტები მდებარეობს და განხორციელებული უკანონო ქმედებით სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. შეგახსენებთ, ქართველი ჟურნალისტების აქცია 2014 წლის 28 სექტემბერსაც გაიმართა, მაშინ მედიის წარმომადგენლებმა სოფელ დვანში მცოცავი ოკუპაცია და ე.წ საზღვრის დემარკაცია გააპროტესტეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)