|
2019-09-24 13:28:11, 1064 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ 2019 წლის საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს მხარს არ დაუჭერს
"ევროპული საქართველო’’ 2019 წლის საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს, რომელიც პარლამენტში შევიდა, მხარს არ დაუჭერს, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა როგორც ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების შედეგად, ქვეყნის ვალი საგანგაშოდ იზრდება. მისივე თქმით, მთავრობის მხრიდან ადგილი აქვს არასწორ მენეჯმენტსა და ბიუროკრატიაზე თანხის ხარჯვას საკუთარი კეთილდღეობის წინა პლანზე დაყენების მიზნით. "საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობას ატყუებს. პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო გამოსვლა გვახსოვს, როცა გიორგი გახარიამ თქვა, რომ თურმე, ლარი იმიტომ უფასურდება, რომ საქართველოს მთავრობა ვალებს არ იღებს. ცვლილებებით, მთავრობა დამატებით 500 მლნ ლარიან შიდა ვალს იღებს. 2019 წელს 400 მლნ ლარიანი მაღალპროცენტიანი შიდა ვალის აღება ისედაც გათვალისწინებული იყო, ცვლილებებით კი, 400 მლნ ლარს კიდევ 500 მლნ ლარი დაემატება და მხოლოდ წელს აღებული შიდა ვალი 900 მლნ ლარი იქნება. 2012 წელს, ვალი 7,8 მლრდ ლარი იყო. დღეს ვალი 19 მლრდ ლარზე მეტია, რაც გაორმაგებულია. ეს ცვლილებები აჩვენებს, რომ საპარლამენტო ტრიბუნიდან გიორგი გახარიამ მოსახლეობა მოატყუა, როცა თქვა, რომ ვალებს არ იღებს. ვალი არის საგანგაშოდ მაღალი, როგორიც არ ყოფილა არც შევარდნაძის დროს, არც „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში. ცვლილებები კარგად აჩვენებს მენეჯმენტის უუნარობას, რაც ხელისუფლებაშია. მათი უნიათობის, თავმოუბმელობისა და კორუფციის გამო, შეღავათიანი კრედიტის ათვისება ვერ მოახერხეს და იძულებული ვართ, 500 მლნ ლარი შიდა ვალი ავიღოთ, რაც ჩვენი და ჩვენი შვილების გადასახდელი იქნება. ეს აჩვენებს სისტემის მარცხს – უუნარობას, არაკომპეტენტურობას, კორუფციას. საგარეო ინვესტიციები საგანგაშო ნიშნულზეა ჩამოსული, ხელისუფლება კი, შეღავათიან კრედიტს ვერ ითვისებს და იძულებულია, საშინაო ვალი აიღოს. ვალი შეიძლება აიღო, როცა ეს ქვეყნის ეკონომიკას სჭირდება, მაგრამ ვალი რა მიზნით იქნება აღებული, ეს ცალკე თემაა. ეს ვალი ჩინოვნიკების კეთილდღეობაზე დაიხარჯება და არა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)