06:23 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-24 13:25:55, 920 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის კუთხით კანადასთან თანამშრომლობის პესპექტივები განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი კანადის კომერციული კორპორაციის ბიზნესის განვითარებისა და გაყიდვების განყოფილების რეგიონულ დირექტორს, მაიკლ სესფორდს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე  საუბარი შეეხო სტიქიური უბედურებისა და გარემოსდაცვითი პრობლემების მონიტორინგის, სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და მონიტორინგის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, მათ შორის, რძის ნაწარმის, მარცვლეული კულტურების, აკვაკულტურისა და მესაქონლეობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს და მათ მნიშვნელობას.

როგორც შეხვედრაზე მაიკლ სესფორდმა აღნიშნა, იგი შუა აღმოსავლეთში კანადური ინდუსტრიისთვის ახალი ბიზნეს შესაძლებლობების განვითარებაზეა პასუხისმგებელი და საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებითა და გარემოს დაცვის კუთხით პროექტების განხორციელების სურვილი გამოთქვა.

ხატია წილოსანმა  საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს შესახებ ისაუბრა და ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საექსპორტო პოტენციალისა და კანადის ბაზარზე მისი რეალიზაციის შესაძლებლობები განიხილა.  

მინისტრის მოადგილემ ქვეყნისთვის ტყის მდგრადი მართვის პრიორიტეტულობაზე გაამახვილა ყურადღება და სტუმარს სატყეო სექტორში განხორციელებული რეფორმის, ახალი ტყის კოდექსის მნიშვნელობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

მაიკლ სესფორდის განცხადებით, საქართველო კანადისთვის სტრატეგიული პარტნიორია, რომელსაც  სავაჭრო შესაძლებლობების კუთხით, დიდი რესურსი გააჩნია.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics