05:08 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-23 13:06:56, 767 ნახვა

საზოგადოება
ღია დიალოგის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  სოფლების წინწყაროს, ქოსალარისა და ხაიშის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს  და სოფლებში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებს ადგილზე გაეცნენ. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ადგილობრივებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებულ სახელმწიფო პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა აღნიშნული პროექტების ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე და იმ სარგებელზე, რომლის მიღებაც პროექტების ბენეფიციარებს შეუძლიათ.

სოფლებში გამართულ შეხვედრებზე, მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ საჭიროებად და პრიორიტეტად,  სასმელი წყლის სისტემის და შიდა გზების მოწესრიგება დასახელდა.  როგორც ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა მოსახლეობას განუცხადა, აღნიშნული მიმართულებით სამუშაოები 2020 წლის განმავლობაში განხორციელდება.

შეხვედრებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს და  არსებული გამოწვევების  დაძლევის  გზებზე  მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. 

2019 წელს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში განხორციელდება 8 000 000 - მდე ღირებულების 128 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ფარგლებში მოწესრიგება საგზაო ინფრასტრუქტურა, აშენდება ამბულატორიები, განხორციელდება სკოლებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, სოფლის მხარდაჭერის  პროექტები და სტიქიის პრევენციის მიზნით დაგეგმილი სხვა მნიშვნელოვანი სამუშაოები.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების წინწყაროს, ქოსალარისა და ხაიშის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი და ადგილობრივი ხელისუფლების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics