07:04 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-22 14:20:41, 3578 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ყველაზე დიდი პრივილეგია, რაც ხელისუფლებაში ყოფნისას გვაქვს, არის ხალხის სამსახური

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხულოს მუნიციპალიტეტში დიდაჭარის,  დიოკნისის, ოქრუაშვილების მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან  ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე  პროექტები მოინახულეს და მოსახლეობისგან მიიღეს ინფორმაცია მათი საჭიროებების და არსებული გამოწვევების შესახებ. 

,,ყველაზე დიდი პრივილეგია, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს გვაქვს, არის ხალხის სამსახური. ამიტომ, მნიშვნელოვანია როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში შეხვედრები მოსახლეობასთან იყოს რეგულარული.

ბევრი მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი და ხელშესახები  შედეგები, იქნება ეს ჯანდაცვა, განათლება, თუ ინფრასტრუქტურული პროექტები. პრაქტიკულად, აჭარაში ორი წლის პერიოდში ჩვენ არ გვექნება არცერთი სოფელი, დაბა თანამედროვე წყალმომარაგების, წყალარინების სისტემის და გზის გარეშე.

ის მიმდინარე საკითხები, რომლებიც ხალხს აწუხებს, უნდა  გადავჭრათ ოპერატიულად და ამაში ჩართული იქნება ხელისუფლების ყველა შტო, თითოეული საჯარო მოხელე. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს პრობლემები ეტაპობრივად გადავჭრათ და გავითვალისწინოთ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმარებისას" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ ხულოს  მოსახლეობასთან შეხვედრისას.

 გაზიფიცირება, წყალმომარაგება, ინფრასტრუქტურა - ის ძირითადი მიმართულებებია, რომელიც აქტიურად ხორციელდება ხულოს მუნიციპალიტეტში. მიმდინარე წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაბა ხულოსა და დიოკნისის საჯარო სკოლებს. დაგეგმილია ორი ახალი სკოლის მშენებლობა. ასევე, დაბა ხულოში გაიხსნა პროფესიული სასწავლებელი.

მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და საბავშვო ბაღების მშენებლობა. მიმდინარე წელს ხულოში სამი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება.

NS





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics