2019-09-20 16:02:44, 1502 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია: შეწყალების საქმეზე ბევრი პირი უნდა დაიკითხოს, მათ შორის დიმიტრი გაბუნია
შეწყალების საქმეზე ბევრი პირი უნდა დაიკითხოს, მათ შორის დიმიტრი გაბუნია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა „ქვეყანას სამარცხვინო პოლიტიკური ფიგურა დაასვა, რის შედეგებსაც იმკის“.
„მორალური პასუხიმგებლობა და ეს სამარცხვინო შეურაცხყოფა უკვე ფაქტია და ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს როგორი შეურაცხყოფა მიაყენეს საზოგადოებას ივანიშვილმა და მისმა გუნდმა, როცა ეს სამარცხვინო პოლიტიკური ფიგურა დაასვეს ძალადობით ქვეყანას თავზე და ვიმკით ახლა ამ შედეგებს“, - აღნიშნა ბოკერიამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან