02:29 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-20 14:28:16, 1265 ნახვა

პოლიტიკა
ციხელაშვილი - მავთულხლართების გასწვრივ მცხოვრები ოჯახების საჭიროებებზე მუდმივი რეაგირება ხდება

სოფელ გუგუტიანთკარის მაცხოვრებლების მიმართ გაცემული დაპირებების ნაწილის შესრულდა, ნაწილი კი, შესრულების პროცესშია, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტთან გამართულ აქცია #სირცხვილიას გამოეხმაურა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა მავთულხლართების გასწვრივ მცხოვრები ოჯახების საჭიროებები უზრუნვეყოფილი იქნას.

„დაპირებები გაიცა და შესრულდა. შესაძლებელია, აქციის მონაწილეებს არ ჰქონდეთ ინფორმაცია, რომ მათ შორის ის კონკრეტული პირობები, რომელიც გუგუტიანთკარის მაცხოვრებლების მიმართ გაიცა, ეს პირობები რა თქმა უნდა, შესრულდა და ნაწილი შესრულების პროცესშია, რადგან ცოტა გრძელვადიან სოციალურ უზრუნველყოფასაც უკავშირდება. არა მარტო გუგუტიანთკარში, ჩვენ ვსაუბრობთ მავთულხლართების გასწვრივ დაახლოებით 20 ათას ოჯახზე, რომელიც მუდმივად, 2013 წლიდან სხვადასხვა სახის დახმარებას იღებს და მათ საჭიროებებზე მუდმივი რეაგირება ხდება“, -განმარტა ციხელაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics