03:40 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-20 12:40:14, 784 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრი, ბავშვთა ნაციონალურ სამედიცინო ცენტრს ესტუმრა, რომელიც აშშ-ს წამყვანი კლინიკების ხუთეულში შედის. კლინიკა ფართო პროფილისაა და ყველა სახის სამედიცინო მომსახურებას უწევს პაციენტებს. ამერიკის ნაციონალურ ცენტრში წელიწადში 17000-ზე მეტი ოპერაცია ტარდება, დასაქმებულია 7000-ზე მეტი ადამიანი. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას, ერთობლივ სამომავლო პროექტებზე ისაუბრა, ონკოლოგიური, ნეონატალური და სხვა წამყვანი მიმართულებების კუთხით. ნაციონალური სამედიცინო ცენტრი, აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო პაციენტების მომსახურებას, შესაძლოა მსგავსი სახის თანამშრომლობა საქართველოსთანაც დაიწყოს.

„შეხვედრა იყო ძალიან შთამბეჭდავი. შევეხეთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც საქართველოში გაგვაჩნია ბავშთა ონკოლოგიის მიმართულებით. ამ კლინკიას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და ის შედის ამერიკის ბავშთა კლინიკების ხუთეულში. ჩვენ დავსახეთ  შემდგომი თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები ბავშთა ონკოლოგიის და  ტელემედიცინის კომპონენტების განვითარების მიმართულებით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ბავშვთა ნაციონალური ცენტრის ვიცე-პრეზიდენტის, მიშელ მაქგუაიერის თქმით, პედიატრიის დარგში საერთაშორისო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. „მნიშვნელოვანია, რომ ქართველ კოლეგებს გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება პედიატრიის დარგში, განსაკუთრებით იმ რთული დაავადებების დაძლევის გზებთან დაკავშირებით, რომლის წინაშეც მსოფლიოს ბავშვები დგანან.  ამ კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.“ 

შეხვედრას, მინისტრთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძეც ესწრებოდა.  

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics