2019-09-19 16:57:26, 3681 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან ისევ გაუფასურდა
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.9738 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.9691 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0047 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ღირებულება ხვალ 3.2902 ლარი იქნება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 3.2797 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0105 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,