2019-09-19 11:15:12, 1863 ნახვა
პოლიტიკა
ხვალ რომ არჩევნები იყოს 26%-მა არ იცის ვის მისცეს ხმა, 20% „ოცნებას“ ასახელებს, 9% ენმ-ს - NDI-ის კვლევა
“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ამომრჩეველთა 26%-მა არ იცის ვის უნდა მისცეს ხმა.
ამავე კვლევის თანახმად, 20% მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას" ასახელებს, 19% ამბობს, რომ ხმას არც ერთ პარტიას არ მისცემდა, 9% "ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭერდა მხარს,9%-მა პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა, 4% - "პატრიოტთა ალიანსი, 4% - "ევროპული საქართველო", 9%-მა კატეგორია "სხვა" აირჩია.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
ცნობისთვის, კვლევა 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. გამოკითხული იყო 2131 პირი. ცდომილების ზღვარი +-1,7 პროცენტია.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან