2019-09-19 10:32:36, 3943 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია: მოსავალი დროულად უნდა დაბინავდეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კახეთში მოსავალი დროულად უნდა იყოს დაბინავებული.
პრემიერის თქმით, დღეს მინისტრთა კაბინეტი სწორედ აღნიშნულ პროცესს განიხილავს.
„ორ მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ: პირველი - ეს გახლავთ კახეთში მიმდინარე რთველი და ლევან დავითაშვილი მოგვახსენებს ამაზე. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ის გამოწვევები, რომელიც დღეს კახეთში არსებობს. უკვე გვქონდა ერთი სამუშაო შეხვედრა შესაბამისი შტაბის წარმომადგენლებთან, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, მოსავალი უნდა იყოს დროულად დაბინავებული, ეს ლევან დავითაშვილმა ძალიან კარგად იცის“, - განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, მინისტრი დავილევან დავითაშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას მიდიასაც მიაწვდის.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან