20:15 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-13 17:28:48, 499 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ბეჟაშვილი: განვიხილოთ, რა ბერკეტები გააჩნია ქვეყანას, რომ რუსეთის მხრიდან ეს პროცესები შევაჩეროთ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი ბიუროს სხდომაზე გამოვიდა ინიციატივით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ პარლამენტის რეზოლუციის პროექტის შედგენა დღის წესრიგში დადგეს. 

მისივე თქმით, დეპუტატებმა მთავრობასთან ერთად ის შესაძლო ღონისძიებები უნდა განიხილონ, რაც მომავალში,  რუსეთის მხრიდან ოკუპანტურ ქმედებებს შეაჩერებს. 
„გთხოვთ,  დღის წესრიგში შევიტანოთ, პარლამენტის რეზოლუციის პროექტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ, სადაც საშუალება გვექნება ის შესაძლო ღონისძიებები განვიხილოთ, რომელიც საერთაშორისო დონეზე აუცილებლად არის გასატარებელი.  მთავრობასთან ერთად მოგვეცემა საშუალება განვიხილოთ,  რა დამატებითი ბერკეტები და საშუალებები გააჩნია ჩვენს ქვეყანას იმისათვის, რომ შევაჩეროთ მაინც მომავალში ეს პროცესები და ასეთი ფაქტის წინაშე არ აღმოვჩნდეთ ხოლმე. სწორედ ამ რეზოლუციის პროექტის განხილვის საკითხი ჩვენ საშუალებას მოგვცემს ერთობლივი გადაწყვეტილება მივიღოთ ამ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics