01:00 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-18 15:22:25, 1822 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი: იუსტიციის სამინისტრო მზადაა შეწყალებასთან დაკავშირებით მორატორიუმის პროცესში ჩაერთოს

იუსტიციის სამინისტრო მზადაა შეწყალებასთან  დაკავშირებით მორატორიუმის პროცესში ჩაერთოს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა  თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განცხადებით, მთავარია პროცესი დროში არ გაიწელოს.

„მთავარია, რომ პროცესი შეწყალების  პროცედურების რეფორმირებისა, რომლისთვისაც კიდევ ერთხელ მზაობა გამოთქვა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა არ იყოს დროში გაწელილი პროცესი. იუსტიციის სამინისტრო მზად არის პარლამენტთან ერთად  ჩაერთოს ამ პროცესში, რადგანაც ძალიან ბევრი ინფორმაცია და კომპეტენციები იმასთან დაკავშირებით თუ როგორი უნდა იყოს სამართლიანი შეწყალების სისტემა ინახება სწორედ პენიტენციურ სისტემაში და იმ პროფესიონალებში, ვინც ამ სისტემას ემსახურება. ამიტომ ჩვენი მხრიდანაც მზაობაა, რომ ვიყოთ ამ რეფორმის პროცესში ჩართული“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა დღეს მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.  მის მიერ შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეწყალებულთა შორის ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც არის, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics