|
2019-09-18 15:13:23, 8465 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი GDRP-ის მიმდინარეობას გაეცნო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) ამერიკელ ბრიგადის გენერალ ქრისტოფერ ნორთან ერთად საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში განხორციელებულ საჩვენებელ სწავლებას დაესწრო. საბრძოლო მომზადების ცენტრში GDRP-ით მომზადებას IV მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონი გადის. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა და ამერიკელმა გენერალმა CTC-ის ფუნქციების, ამოცანებისა და მიზნების, ასევე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა-წვრთნის (GDRP-T) შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. საინფორმაციო ბრიფინგის შემდეგ, მათ ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ცენტრში გამართულ შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ის ევროპის სარდლობის მე-7 საარმიო კორპუსის განათლების სარდლობის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ქრისტოფერ ნორმა საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამომავლო განვითარების გეგმები განიხილეს. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) აშშ-ის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების შესასრულებლად საქართველოს თავდაცვის ძალების მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)