01:00 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-18 13:03:42, 1451 ნახვა

პოლიტიკა
კახიძე: მორატორიუმი რა შუაშია - საზოგადოების უფლებაა გაიგოს, რატომ იწყალებს პრეზიდენტი მკვლელებს

მორატორიუმი და თვალის ახვევა არ გამოვა, თუ კორუფციული ინტერესი გამოიკვეთება, უნდა დასრულდეს ზურაბიშვილის პრეზიდენტობა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა,  ზურაბიშვილმა უნდა განმარტოს, რატომ შეიწყალა მკვლელობაში ბრალდებული პირები.

ამასთან, კახიძის განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და უნდა გადამოწმდეს ყველა შეწყალებული პირის კავშირი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.

 „ეს რა ნიშნით გააკეთა, ვინ ურჩია, რა კომუნიკაცია არსებობდა? ვისთან არსებობდა, აღნიშნულ მკვლელობაში მსჯავრდებული პირებთან, მათ ადვოკატებთან? მათი გვარები ვინ მიაწოდა, რატომ ისინი და არა სხვები?! ამასთან დაკავშირებით პასუხები არ უნდა გასცეს? საქართველოს პრეზიდენტმა აბსოლუტურად სამარცხვინოდ, პასუხისმგებლობა არ აიღო მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და არც საზოგადოებას უთხრა, რატომ გააკეთა ეს. ახლა ამ ყველაფერს პროცედურებს აბრალებს, თურმე, პროცედურები არ იყო დახვეწილი. ახლა მორატორიუმი უნდა გამოაცხადოს. მორატორიუმი რა შუაშია, შეწყალების უფლება არის პრეზიდენტის დისკრეცია, ოღონდ, საზოგადოების უფლებაა გაიგოს, რატომ იწყალებს პრეზიდენტი მკვლელებს.

უნდა დადგინდეს, ვინ მიიტანა ეს გვარები, რა ნიშნით შეირჩა, ხომ არ იყო ნეპოტისტური კავშირი, კორუფციული კავშირი, ხომ არ არის დანაშაულის ნიშნები. დანაშაულის ნიშნები თუ დაფიქსირდა, შესაბამისმა საგამოძიებო უწყებამ და პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყო იმპიჩმენტის პროცედურა“, - განაცხადა კახიძემ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics