|
2014-12-21 23:10:40, 4366 ნახვა
კომენტარი
დავით ბერძენიშვილი: ეს არის დაღუპული ქართველი მეომრის უნებური შეურაცხყოფა
„თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში პოლიტიკური ასპექტები არ უნდა ყოფილიყო“, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება–რესპუბლიკელების“ თავჯდომარე დავით ბერძენიშვილმა განაცხადა. ბერძენიშვილმა თავდაცვის სამინისტროს მიერ გავცელებული განცხადება დაღუპული ქართველი მეომრის შეურაცხყოფად შეაფასა. „ეს არის უნებული შეურაცხყოფა დაღუპული ქართველი ოფიცრისა, მეომრისა, ასევე იმ ადამიანებისა, სამხედროებისა, რომლებიც უკრაინაში უკრაინისა და საქართველოს საერთო მოწინააღმდეგის, რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან. ეს არ არის სწორად შერჩეული არც ტონი, არც შინაარსი და პოლიტიკური ასპექტები თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში არ უნდა ყოფილიყო“, – აღნიშნა ბერძენიშვილმა. ცნობისთვის, 31 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც “აიდარში” იბრძოდა, 18 დეკემბერს დაიღუპა. ქართველი სამხედროს უკრაინაში გარდაცვალების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. სადაც უწყება, გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახის წევრებს უსამძიმრებს. თუმცა, თავდაცვის სამინისტრომ, ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალების გამო პასუხიმსგებლობა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს დააკისრა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)