|
2019-09-17 13:43:10, 1924 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძემ ის მიზეზები განმარტა, რატომ მიიჩნევს „ქართულ ოცნებას“ პრორუსულ ძალად
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ პრორუსულ ძალად მიიჩნევს. კაპანაძის შეფასებით, პრორუსულობა მმართველი გუნდის ქმედებეში ჩანს. „მე შევეცდები აგიხსნათ რატომ ხართ პრორუსული ძალა. გუშინ ევროინტეგრაციის კომიტეტზე „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო სრულიად უწყინარი, სამ-პუნქტიანი დადგენილების პროექტი, რომელიც ერთადერთ რამეს ისახავდა მიზნად, რომ ჩვენი პარტნიორებისთვის გვეთქვა, მოგვეწოდებინა რომ რუსეთთან მიმართებაში თავიანთ ურთიერთობებში გაეთვალისწინებინათ ჩვენი თემათიკა. ამაზე თქვით უარი და ეს არის ერთ-ერთი მანიშნებელი იმისა, თუ რატომ ხართ პრორუსული ძალა. ოღონდ მარტო ეს არ არის. არ გეგონოთ, რომ ეს არის მთავარი ამბავი. ასევე იმიტომ ხართ პრორუსული ძალა, რომ თქვენი ხელისუფებაში ყოფნის დროს საქართველოში, როგორ არასოდეს გაძლიერდნენ პროპუტინული ძალები აგერ ვიხილეთ ახლა ერთ-ერთი გამოდიოდა პოდიუმიდან. თქვენ მოახვედრეთ პარლამენტში, თქვენ გააძლიერეთ, თქვენ მიეცით ფული, თქვენ შეაქმნევინეთ ფრაქცია და იმ რაღაც შეხვედრებს რომ ატარებენ, თქვენი აქტივი დაგყავთ იქ. იმიტომ ხართ პრორუსული ძალა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებთ ისეთ გამოცემებს, რომლებიც პირდაპირ არიან რუსული მესიჯ-ბოქსი. პირდაპირ ქადაგებენ და ღაღადებენ იმას, რომ პუტინი არის კარგი, დასავლეთი არის ცუდი, უმცირესობების უფლებები უნდა შეილახოს, თქვენ უხდით მათ პირდაპირ ფულ. თქვენ ხართ კიდევ იმიტომ პრორუსული ძალა ამ ბოლო წლების განმავლობაში გაჩნდა ნარატივი თქვენს მიერ, რომ ომი დაიწყო საქართველომ და ისეთი პრეზიდენტი დაგვისვით, რომელიც ამ გზავნილს იმეორებდა. თქვენც ეს სიტყვები გაქვთ ნათქვამი. ყველაფერი ეს არის ტყუილი დ ამიტომ ხართ პრორუსული ძალა. ის რაც თავის დროზე ივანიშვილმა დაწერა და თქვა, უნდოდა გაექრო საქართველო დღისწესრიგიდან, ეს მაშინ სიტყვები იყო და ეს მაშინ შეასრულეთ. სიტყვა არ არის პრორუსულობა, საქმე არის პრორუსულობა. ის რომ ჩვენზე აღარ ლაპარაკობენ, არც საჯარო გამოსვლებში, არც უმაღლესი შეხვედრებში ჩვენი პარტნიორები. ეს არის სწორედ პრორუსუსულობის გამოვლინება. რამდენიმე სახლი იკარგება გამოფ ხაზთან და ამის გამო ომს ხომ არ დავიყებთო, ამბობენ თქვენი მინისტრები და მოადგილეები, ამიტომ ხართ პრორუსული ძალა და კიდევ იმიტომ ხართ შექმენით ილუზია ჩვენს მეგობრებში, რომ პრობლემები გვარდება დიალოგის გზით. ჯერ სოჭის ოლიმპიადაში მიიღეთ მონაწილეობა, მერე ორმხრივი დიალოგი აღადგინეთ და მერე იტყუებოდით და ამბობდით, რომ ორმხრივად ალაგებთ პრობლემებს და ყველაზე მთავარი, რატომ ხართ პრორუსული ძალა, გმართავთ რუსი ოლიგარქი, თავისი რუსული მეთოდებით, რომლის ამოცანა არის რომ არ იყოს ოპოზიცია, რომ შეიზღუდოს თავისუფალი სიტყვა, რომ დაამთავროს თავისი ოპონენტები, რომ უმცირესობების უფლებები არ იყოს დაცული. ეს არის თქვენი ამოსავალი წერტილი. უტევთ ყველას, რომელიც მას შეუქმნის საფრთხეს დს ხართ გადაფარებული მასზე. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, თქვენ ხართ პრორუსული, პროპუტინული ძალა, სამწუხაროდ“, - მიმართა კაპანაძემ საპარლამენტო უმრავლესობას.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)