|
2019-09-17 12:23:03, 1586 ნახვა
ეკონომიკა
UNODC-სა და WCO-ს ერთობლივი პროექტის შავი ზღვის რეგიონის რეგიონული შეხვედრა მიმდინარეობს
17 სექტემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" გაიხსნა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის „კონტეინერების კონტროლის პროგრამა" შავი ზღვის რეგიონის მმართველი საბჭოს მეორე რეგიონული შეხვედრა. ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ. შეხვედრას დაესწრო აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი. რეგიონულ ფორუმზე განიხილება ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა მაღალი რისკის შემცველი ტვირთების გამოვლენის მიმართულებით, შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების საბაჟო ორგანოებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობა, ასევე, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც აღნიშნული პროგრამა დაინერგა და წარმატებით მიმდინარეობს. ამჟამად, ჩვენს საზღვარზე მოქმედებს 3 უწყებათაშორისი კონტროლის დანაყოფი, (საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ტვირთების კონტროლისთვის) რომლებშიც მებაჟე-ოფიცრებთან ერთად, ტვირთების და სატრანსპორტო საშუალებების კონტროლს, ერთობლივად ახორციელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების, ასევე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები. საერთო ჯამში, სამივე დანაყოფში მუშაობს 21 თანამშრომელი. ორი დღის განმავლობაში შავი ზღვის რეგიონის მმართველი საბჭოს მეორე რეგიონულ შეხვედრაში მონაწილეობენ პროგრამის ხელმძღვანელები გაეროდან და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციიდან, ასევე, მაღალი რანგის სტუმრები რეგიონის (უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი, სომხეთი) საბაჟო და სასაზღვრო უწყებებიდან. საქართველოს მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები. სტუმრები მოინახულებენ პროგრამის ფარგლებში მოქმედ დანაყოფებს საბაჟო დეპარტამენტსა და საბაჟო ტერმინალ „ლასარეში". აღსანიშნავია, რომ 2018 წელს შავი ზღვის რეგიონის მმართველი საბჭოს პირველი შეხვედრა უკრაინაში, ქალაქ ოდესაში გაიმართა.
(NS)
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)