07:03 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-17 10:30:46, 2543 ნახვა

რეგიონი
კახეთში ყურძნის დღეღამური გადამუშავების პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა

კახეთში რთველი 2019-ის პროცესში, ყურძნის დღეღამური გადამუშავების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

„გასული დღეღამის მონაცემებით, კახეთში ყურძნის ყოველდღიური გადამუშავების მოცულობამ  9 ათას ტონას მიაღწია, რაც ბოლო თითქმის 30 წლის ყველაზე მაღალი, რეკორდული მაჩვენებელია. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო მცირე, საშუალო და დიდი  70-მდე ღვინის მარანი. რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრები მობილიზებულები არიან, რომ ასეთი მაღალი გადამუშავების პირობებში, საწარმოებთან არ შეიქმნას დიდი რიგები. ღვინის საწარმოებთან მანქანების დიდი ნაკადის შემთხვევებში, ხდება მანქანების ორგანიზებული გადამისამართება ახლოს მდებარე  საწარმოებში“, - აცხადებენ რთველის საკოორდინაციო შტაბში.

17 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 63 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული: 41 ათასი ტონა რქაწითელი, 16 ათასი ტონა საფერავი, 2,8 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 240 კომპანია, რომლებიც რთველის პროცესში სხვადასხვა დროს ერთვებიან.

რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი განთავსებულია თელავში, სასტუმროში ,,ღვინის სასტუმრო თელავი“ (The Wine Hotel Telavi, ალაზნის ქ. 97). სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics