18:29 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-17 10:22:45, 2450 ნახვა

სამართალი
შს მინისტრმა შვეიცარიის კონფედერაციის მიგრაციის სახელმწიფო მდივანს უმასპინძლა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შვეიცარიის კონფედერაციის მიგრაციის სახელმწიფო მდივანს, მარიო გატიკერს შეხვდა. გატიკერი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები და ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას „მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

მარიო გატიკერმა დადებითად შეაფასა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობა ევროპული საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოსა და  ევროპოლთან, ასევე, პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოება და რეადმისიის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება.

ვახტანგ გომელაურმა სტუმარს მადლობა გადაუხადა შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობის მიერ საქართველოს უსაფრთხო  ქვეყნად აღიარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პოზიტიურად აისახება უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ გამოწვევებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და შვეიცარიის კონფედერაციის მიგრაციის სახელმწიფო მდივანმა დეტალურად განიხილეს უვიზო მიმოსვლის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics