01:00 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-17 10:04:19, 1899 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხების კომისარს, იოჰანეს ჰანს შეხვდა.

შეხვედრაზე, საქართველო-ევროკავშირის მრავალსექტორული თანამშრომლობისა და დღის წესრიგის პრიორიტეტული საკითხების შესახებ ისაუბრეს. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირთან  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესრულების მიმდინარეობასა და ამ პროცესში, საქართველოს პარლამენტის როლზე.

საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და დემოკრატიულ რეფორმებს. არჩილ თალაკვაძემ ევროკომისარს საარჩევნო, განათლებისა და მართლმსაჯულების რეფორმების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და აღნიშნულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა იყო.

იოჰანეს ჰანმა პარლამენტის თავმჯდომარეს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერა დაუდასტურა.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics