|
2019-09-16 18:31:50, 1781 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: ჩვენი მიზანია, ქვეყნის საერთო მოხმარებაში განახლებადი ენერგიის წილი გაიზარდოს
„საქართველოს მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ქვეყანაში არსებული ენერგორესურსები, შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება და მომხმარებელი სრულად დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ელექტროენერგიით. ამ მიმართულებებს შორის მნიშვნელოვანი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს განახლებადი წყაროებიდან ენერგიების გენერირებისა და მთლიან მოხმარებაში მათი წილის გაზრდის ხელშეწყობას, რაც ჩვენი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტია" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებს მეორე მოსმენით დასამტკიცებლად „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი წარუდგინა. როგორც მინისტრის მოადგილემ დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიზანია შექმნას განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ხელშეწყობის, წახალისებისა და გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები, ასევე დაადგინოს სავალდებულო სამიზნე მაჩვენებლები განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის საერთო წილისთვის ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში. „ჩვენი ინიციატივა ასევე მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სოციალურ და სამართლებრივ სტანდარტებთან დაახლოებას. საერთაშორისო ვალდებულებებმა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებამ და შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებამ, განაპირობა ამ კანონის შემუშავების და მიღების აუცილებლობა. ამ რეფორმების პრიორიტეტს, ბიზნესსაქმიანობის ხელშეწყობასა და დერეგულაციასთან ერთად, წარმოადგენს საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოს გაძლიერება, რაც მძლავრ ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს" - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა. მისივე განმარტებით, კანონპროექტი აზუსტებს და განსაზღვრავს იმ მექანიზმებს, რომლებიც მომავალი თვეების განმავლობაში ჩამოყალიბდება. „ამ მექანიზმებს დამატებით შევთავაზებთ ინვესტორებს, რომლებიც კონკრეტულად აპირებენ ინვესტიციების განხორციელებას განახლებადი წყაროების ათვისების კუთხით", - აღნიშნა თვალაბეიშვილმა.
(NS)
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)