07:03 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-16 16:30:35, 2382 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ სოფელ წყავროკაში ახალი საბავშვო ბაღი გახსნა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკაში სკოლამდელი აღზრდის  ახალი დაწესებულება გაიხსნა. ამ დრომდე  პატარები სკოლის შენობაში განთავსებულ ბაღში დადიოდნენ. ადგილობრივებს საბავშვო ბაღის გახსნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  თორნიკე რიჟვაძემ მიულოცა.

«ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველგან, დაახლოებით ამ სტანდარტის დაწესებულება გვქონდეს. მნიშვნელოვანია, რომ ყველგან იყოს თანაბარი პირობები, რომ ჩვენი შვილები იზრდებოდნენ უსაფრთხო გარემოში. მიუხედავად იმისა, ეს იქნება სოფელი თუ ქალაქი, ყველგან ერთი სტანდარტი უნდა გვქონდეს.» - აღნიშნა რეგიონის პირველმა პირმა.

ამ ეტაპზე ბაღში 60 აღსაზრდელისთვის 3 ჯგუფი ფუნქციონირებს.  105 ბავშვზე გათვლილი  შენობა ადაპტირებულია შშმ პირებზე, უზრუნველყოფილია თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ტექნიკითა და ინვენტარით.  მოწესრიგდა  ეზო, მოეწყო ატრაქციონები გასართობი მოედანი.

ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის, ინვენტარიზაციისა  და ეზოს მოწესრიგებისთვის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 650 ათასი ლარი დაიხარჯა. დღეისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში 29 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 3 500 აღსაზრდელი ირიცხება, რომლებთანაც  580 თანამშრომელი მუშაობს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics